რა გახდა 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკა გლობალმედიდან პაციენტის დოკუმენტაცია ამოიღო.
სწორედ გლობალმედის ექიმებს ადანაშაულებს არასათანადო მკურნალობაში დაღუპულის ოჯახი. კლინიკაში აცხადებენ, რომ ბავშვი სტაბილურ მდგომარეობაში გაწერეს და დამატებითი გამოკვლევებისთვის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაამისამართეს.
განსხვავებულია კატასტროფის ბრიგადისა და ევექსის კლინიკის ინფორმაცია. რეანიმობილმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის ტრანსპორტირება უზრუნველყო, ევექსის კლინიკამაც ის მძიმე მდგომარეობაში მიიღო.
ვაკო ორმოცაძის სიუჟეტი.