რა ცვლილებები ამოქმედდება 2022 წელს 

საქართველო 2022 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებით ხვდება.

რეგულაციების ნაწილი პირველი იანვრიდან ამოქმედდა, ნაწილი კი ძალაში ეტაპობრივად წლის განმავლობაში შევა. მიმდინარე თვეში გაზრდილ შემოსავალს მიიღებენ საჯარო სექტორში დასაქმებულები და პენსიონერები. საზოგადოებრივ ტრანსპორტში აბონემენტის სისტემა დაინერგება, ტაქსიში ან ბავშვის თანდასწრებით ავტომობილში თამბაქოს მოხმარებისთვის კი დაჯარიმდებით. ასევე ცვლილებები იგეგმება მართვის მოწმობის გამოცდებთან და მოპედების რეგისტრაციასთან დაკავშირებითაც. უკვე ამოქმედდა დაბეგვრის ახალი სისტემა სათამაშო ბიზნესისთვის. რაც შეეხება 25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტულ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვას, რეგულაცია ძალაში პირველი მარტიდან შევა.

რა უნდა იცოდეთ ცვლილებების შესახებ – ნახეთ შალვა სუმბაძის სიუჟეტი.