რა ახალი კრიტერიუმით შეამოწმებენ კლინიკებს და როგორ ჩაერთვებიან სამედიცინო დაწესებულებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში
ახალი მოთხოვნები საავადმყოფოების მიმართ.
სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის კონტროლი მკაცრდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშებიან ის კლინიკები, რომლებიც ხარისხის შეფასების კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ. შეფასება რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით მოხდება, რომლებიც ახლა მუშავდება. კრიტერიუმების ნაწილი უკვე ცნობილია. მკურნალობის და სამედიცინო სერვისების მაღალ ხარისხთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა გარდაცვალების დაბალ მაჩვენებლებს.