ქუთაისის წყალმომარაგების სამუშაოები განახლდა

ქუთაისში, ქალაქის მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების ქსელების სრული რეაბილიტაცია და ამორტიზებული შიდა ქსელების განახლება იწყება, რაც კორპუსების სარდაფებში სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს. ეს ცვლილება ქალაქში მიმდინარე მასშტაბურ პროექტს დაემატა.

ქუთაისის წყალმომარაგების სამუშაოები ვადების თვალსაზრისით შეფერხდა, თუმცა, ამჟამად, აქტიურ ფაზაში გადაინაცვლებს.

პროექტის მონიტორინგის მიზნით, იმერეთში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ჩავიდნენ.