ბაგრატის ტაძრის განათებას რეაბილიტაცია უტარდება
ბაგრატის ტაძრის განათებას რეაბილიტაცია უტარდება

ქუთაისში ბაგრატის ტაძრის განათების სრული რეაბილიტაცია და დამატებითი სანათების დამონტაჟება მიმდინარეობს. სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა.

ამასთან, მერიის ინიციატივით რამდენიმე ქუჩის გარე განათების სამუშაოები მიმდინარეობს. განათდება ქალაქში არსებული ყველა მოედანი.

„ბაგრატის ტაძარი არასათანადოდ იყო განათებული, რამდენიმე სანათი მწყობრიდან იყო გამოსული. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ტაძარი სრულად გავანათოთ. ასევე, განათდება ის ქუჩები, სადაც მოსახლეობას სამართლიანი პრეტენზიები ჰქონდა. ჩვენი პრიორიტეტია განათებული ქუთაისი, რომლის ფარგლებში კიდევ მრავალი აქტივობაა დაგეგმილი“, – განუცხადა პირველ არხს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.