ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკა ლატარიას განცხადებით, ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში მუშაობას არ აპირებს და შესაძლოა, მან თავად დატოვოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“, რომელშიც კოსტავა ამ დრომდე რჩება. როგორც ლატარიამ განმარტა, საკრებულოში კოსტავას გაშვების ბერკეტი არ აქვთ. მისი თქმით, დეპუტატის გაშვების უფლებამოსილება მოსახლეობას აქვს და საზოგადოებამ უნდა უთხრას დეპუტატს უარი.