ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება. ამჟამად პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა და საინჟინრო-კომუნიკაციების მოწყობა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისს ექნება თანამედროვე ტიპის 4-სართულიანი აეროპორტი. ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, აეროპორტის გამტარუნარიანობა ოთხჯერ გაიზრდება.
ავტორი: ნია ბარაბაძე.
ახალი დღე