საპილოტე პროექტი უკრაინის მოქალაქეებისთვის

„ეარ კავკასია“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, ომის შედეგად საქართველოში დარჩენილი ან უკრაინიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის საპილოტე პროექტს იწყებს. ქუთაისის აეროპორტში დღეს კატოვიცეს და კრაკოვის რეისებს უკრაინის 103 მოქალაქე ჩამოჰყვა. პოლონეთის რეისებით საქართველოში ჩამოფრენილ უკრაინელ ლტოლვილებს, დახმარების სახით, პირველადი საჭიროების ნივთები დაურიგდათ.

უკრაინის მოქალაქეების მხარდამჭერ აქციაში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინიციატივით, ქუთაისის აეროპორტში არსებული ბიზნესოპერატორებიც ერთიანდებიან. დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის მოქალაქის პასპორტის წარდგენისას ქუთაისის აეროპორტის კონტრაქტორი კომპანიები მათ გარკვეულ სერვისებს უსასყიდლოდ გაუწევენ.