ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საქართველოს კულტურის სამინისტრომ პროექტისთვის 534 655 ლარი გამოყო. რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება შენობის რეკონსტრუქცია, დამონტაჟდება გათბობა-გაგრილების სისტემა, მოწესრიგდება სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, დამონტაჟდება სცენის განათება-გახმოვანება და მოეწყობა თეატრის ეზო.
ასევე, შენობაში დამონტაჟდება პანდუსები და ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.