ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

17:31, 18.04.2018

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საქართველოს კულტურის სამინისტრომ პროექტისთვის 534 655 ლარი გამოყო. რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება შენობის რეკონსტრუქცია, დამონტაჟდება გათბობა-გაგრილების სისტემა, მოწესრიგდება სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, დამონტაჟდება სცენის განათება-გახმოვანება და მოეწყობა თეატრის ეზო.

ასევე, შენობაში დამონტაჟდება პანდუსები და ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018  წლის ბოლომდე დასრულდება.

 

მსგავსი