„ნისლი“ - პრემიერა თოჯინების თეატრში

თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში პრემიერა გაიმართა. „ნისლი“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა ნინო მაღლაკელიძემ სერგეი კოზლოვის ორი ზღაპრის საფუძველზე შექმნა. მოქმედება ორი მეგობრის, ზღარბისა და დათუნიას ირგვლივ ვითარდება. სპექტაკლი მრავალფეროვანი მუსიკითა და მხატვრობით გაფორმდა.