ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე აღიძრა საქმე. ცნობილია, რომ სადგურის მორიგის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
რკინიგზის სადგურის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, მორიგემ ლიანდაგები არასწორად მოამზადა. მგზავრებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.