ხანძარი მატარებელში და 74 დაღუპული

საბედისწერო მგზავრობა – პაკისტანში სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა.

დაიწვა სამი ვაგონი. ბოლო მონაცემებით, მასშტაბური ხანძრის დროს 74 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი დაშავდა. მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. წინასწარი ვერსიით, სამგზავრო მატარებელში ცეცხლის გაჩენა გაზის ბალონების აფეთქებამ გამოიწვია, რომელზეც მგზავრები საუზმეს ამზადებდნენ. ტრაგიკული ფაქტის შემდეგ პაკისტანში სარკინიგზო სისტემის გაუმჯობესებას ითხოვენ.