ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონმდებლობა მკაცრდება.
ფართოვდება იმ ქმედებების ჩამონათვალი, რომელთა გამო ე.წ. კანონიერი ქურდები სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცემიან. ერთ-ერთ ასეთ ქმედებად კრიმინალური ავტორიტეტისადმი მიმართვაც იგულისხმება. იზრდება იმ პირთა წრეც, რომლებიც ქურდული სამყაროს წევრებთან ხშირი კომუნიკაციის გამო შესაძლოა საპატიმრო სასჯელით დაისაჯონ.
მთავარი არგუმენტი, რის გამოც 2006 წელს მიღებული კანონი იცვლება, ბოლო წლებში კანონიერი ქურდობისთვის დაკავებულთა მიმართ გახშირებული გამამართლებელი განაჩენებია.
კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება გაზაფხულზე იგეგმება. უფლებადამცველების ნაწილს დოკუმენტის მიმართ შენიშვნები აქვს.