დაკავება „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი შვიდი პირი დააკავა, ხოლო ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის „ქურდული წესით“ გარჩევის ფაქტი გამოვლინდა.

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი შვიდი პირი დააკავეს აჭარაში, თბილისსა და რუსთავში, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ორ პირს – ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ბრალდებულების ადვოკატებს საქმის მასალები ჯერ არ გადაცემიათ, თუმცა წარდგენილ ბრალს ისინი აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ გავრცელებული ჩანაწერები მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიერ დანაშაულის ჩადენას არ ადასტურებს.