ვერშემდგარი დამხობის საქმე – ბრალდებულების აღიარება 

21:42, 03.11.2026

4 ოქტომბრის ვერ შემდგარი დამხობის, ციხეში მყოფი ფიგურანტების რაოდენობა სულ უფრო მცირდება. ბრალის აღიარების საფუძველზე საპროცესო შეთანხმება, კიდევ ორ მსჯავრდებულს გაუფორმეს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპატიმროს კვირის ბოლომდე დატოვებენ  ზურაბ ჭავჭანიძე და ანტონ ვარდანიძე. ხვალ გათავისუფლდებიან მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძეც. ნოემბრის ბოლომდე მათ რიგებს კიდევ რამდენიმე მსჯავრდებული შეუერთდება. საქმეზე დაკავებული 64-იდან, 50-მა დაკავებულმა ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმით უკვე ისარგებლა. ამ დრომდე რჩება მსჯავრდებულთა მცირე ჯგუფი, ვინც ბრალს არ აღიარებს. მათ შორის ხუთ პირისთვის შეფარდებული პატიმრობა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. იგეგმება გადაწყვეტილების გასაჩივრება. ახლა საინტერესოა მოითხოვს თუ არა საპროცესო შეთანხმებას 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი, პაატა ბურჭულაძე, რომელმაც დაკავებულებს პროკურატურის შეთავაზებაზე დათანხმებისკენ საპატიმროდან მოუწოდა.

მსგავსი