შს მინისტრი კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ყაზახეთში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. სულხან თამაზაშვილმა სიტყვით გამოსვლისას არსებულ გამოწვევებზე და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კიბერდანაშაულთან ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
კონფერენცია მიზნად ისახავს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, სამართალდამცავ უწყებებს შორის გამოცდილების გაზიარებას და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთობლივი მექანიზმების დანერგვას.