ქურდობა ყაზბეგში

ძვირფასეულობისა და ფულის მოპარვისათვის, 35 წლის პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ქურდობა ყაზბეგში მოხდა. დაკავებულმა ოქროს ნივთები და ფული სოფელ არშაში, ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების სახლიდან მოიპარა.

თანხის ნაწილი და ძვირფასეულობა სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ხის ქვეშ იპოვეს ჩამარხული.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.