ქურაშის ოთხთავის რესტავრაცია

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში, სვანეთში დაცულ ქურაშის ოთხთავს რესტავრაცია ჩაუტარდება. ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი თბილისში, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასა და ეცერის თემის წარმომადგენლებთან შეთანხმებით ჩამოიტანეს. უნიკალური ხელნაწერი ეროვნულ არქივში სარესტავრაციო სამუშაოებისთვის 18 თვეს დარჩება, შემდეგ კი, სრულად რესტავრირებული ოთხთავი კვლავ ეცერის თემში დაბრუნდება. სამუშაოების გეგმა-გრაფიკი ოთხთავის დაზიანების ხარისხის დადგენის შემდეგ განისაზღვრება. ქურაშის სახარება სვანეთში დაცული მეორე ხელნაწერია, რომელიც რესტავრაციის პროცესს ეროვნული არქივის ლაბორატორიაში გაივლის. 2021 წელს, აქ ლახამულის XII საუკუნის ოთხთავის სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა.