კათოლიკეები ქრისტეშობას ზეიმობენ. ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო ლიტურგიას რომის პაპი ფრანცისკე უძღვებოდა, რომელმაც ქადაგებისას ყურადღება გაამახვილა წმინდა მიწაზე არსებულ ვითარებაზე, სადაც ისრაელი-„ჰამასის“ კონფლიქტი მიმდინარეობს.
პაპმა მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ომის გამო ქრისტე კიდევ ერთხელ არის უარყოფილი, ხოლო მშვიდობის გზავნილი ომის ამაო ლოგიკამ უარყო. დღეს ტრადიციულად რომის პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან მორწმუნეებს ქადაგებით მიმართავს და შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს.