ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს აღდგომას ზეიმობს. ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძარში რომის პაპმა სააღდგომო მსახურება აღავლინა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, 87 წლის პონტიფიკოსი ტაძარში ეტლით მიიყვანეს. სააღდგომო მესა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ვატიკანის ცნობით, მსახურებას ექვსი ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. ქადაგებისას, რომის პაპმა მოუწოდა ქრისტიანებს, შეინარჩუნონ რწმენა მაშინაც კი, თუ მათ მწუხარება, შიში ან სხვა განსაცდელი ექნებათ. პონტიფიკოსმა ასევე ისაუბრა ომის სისასტიკეზე. დღეს რომის პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე მესას ჩაატარებს და ტრადიციული მიმართვით „ურბი ეტ ორბით“ წარდგება.