25-სა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო, – ეს არის ნაწყვეტი ცნობილი ქართული საშობაო საგალობლიდან. ამ დღეს უკავშირდება ტრადიციული ალილოც, რომელიც ყოველ წელს, 7 იანვარს ეწყობა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობას სწორედ 7 იანვარს აღნიშნავს. რატომ ორი თარიღი: ეს შეკითხვა მორწმუნეებს შორის მუდმივად ჩნდება. საინტერესოა ისიც, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მართლმადიდებლების ნაწილი შობის დადგომას 25 დეკემბერს ზეიმობს. ორი თარიღის არსებობა ძველ და ახალ სტილს: იულიუსის და გრიგორიუსის კალენდრებს უკავშირდება და მის ისტორიას მარიამ ცარელაშვილი გაგვაცნობს.