ქრისტეს საფლავის მიწა, ანუ კისისხევი. უამრავი გამოქვაბული, ციხე-კოშკები და საიდუმლო გვირაბები, რომლითაც ერთ დროს კისისხევი წინანდალსა და სხვა სოფლებს უკავშირდებოდა. ასევე აქ 63 ისტორიული ძეგლია – 63 ეკლესიის ნანგრევი, რომელიც აღდგენას აღარ ექვემდებარება. კახური სოფელი, სადაც შაბათ-კვირას ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, აუცილებლად უნდა გაემგზავრო – კისისხევი – მითებისა და ლეგენდების სოფელი.