ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი იზეიმეს. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიადან იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა. კორონავირუსის პანდემიის გამო, გასული წლის მსგავსად, დაწესებული იყო გარკვეული შეზღუდვები.

იერუსალიმის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ცეცხლის გარდამოსვლაზე დასწრების მსურველები დილიდან მივიდნენ ახალ კარიბჭესთან, საიდანაც პოლიციამ და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა კორონავირუსზე ვაქცინირებული პირები ქრისტეს საფლავის, იგივე აღდგომის ტაძარში შეუშვეს. ვისაც არ ჰქონდა გაკეთებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე დარჩნენ.

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. იერუსალიმშია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, რომელიც წმინდა ცეცხლს საქართველოში დღეს საღამოს 23:00 საათზე ჩამოაბრძანებს. ის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში გავრცელდება.

 

დატოვე კომენტარი