#ფერმა ჟურნალისტის მცირე საოჯახო მეურნეობა ბურიანში

▶ პროფესიით ჟურნალისტს და მის მეუღლეს ერთი ოცნება ჰქონდათ – ეცხოვრათ ტყის პირას, ბუნებასთან ჰარმონიაში. მანანა გეგიძემ ეს ოცნება უკვე აისრულა: მცირე ბოსტანი, მარწყვის რამდენიმე ბუჩქი და დიდი შრომა იმისთვის, რომ ბურიანი აგროტურისტულ ცენტრად იქცეს. ამბობენ, რომ ბუნება არ არის ადგილი, რომელსაც უნდა ესტუმრო, ბუნება თავისი არსით უნდა იყოს შენი საცხოვრებელი! ნახეთ, როგორ დაიდეს ბინა ტყეში ჩვენი სიუჟეტის გმირებმა.

▶ რუბრიკაში #არტიშოკი – გაიცანით ახალგაზრდა წყვილი, რომელმაც ურბანულ რიტმს სოფლის იდილია არჩია. გაიგეთ, როგორ დაიწყო ორი სკით მეფუტკრეობა კისისხეველმა სოფო ტაბატაძემ, მეუღლესთან ერთად როგორ აქცია ჰობი ბიზნესად და როგორ სწავლობს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ფუტკრების წესრიგით ცხოვრებას.

ფერმა