#ფერმა 10 ჰექტარზე გაშენებული ინტენსიური ბაღები სოფელ მეჯვრისხევში

▶ როგორ იქცა რეალობად აგრონომ ირაკლი მერკვილიშვილი ოცნება, გამხდარიყო „მცენარეების ექიმი“, რა ცოდნა და პრაქტიკა შეიძინა ჰოლანდიაში და როგორ გამოიყენა ის საკუთარ მეურნეობაში. კონფლიქტის ზონასთან ახლოს, 10 ჰექტარზე გაშენებული ინტენსიური ტიპის ბაღები – რა ინვესტიცია ჩაიდო მეურნეობაში და რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში მეხილეობა კონკურენტულ ბიზნესად იქცეს. გაიცანით თბილისიდან საცხოვრებლად გორში გადასული ფერმერი, რომლის ოჯახშიც 20 000 ვაშლის ხე „ცხოვრობს“;

▶ რუბრიკაში #არტიშოკი,  ნახეთ:  აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ანი ციციშვილი, ულამაზესი ორანჟერეით. გაიცანით ანის მრავალფეროვანი შემოქმედება და მისი სახლის ბინადრები – აფრიკული თუთიყუში, პაკო და 11 მიუსაფარი კნუტი. ანი ციციშვილის მიკრო ტყე ავჭალაში და საქმე, რომლის სიყვარულიც ნებისმიერი სირთულის გადალახვაში ეხმარება.

ფერმა

დატოვე კომენტარი