ქორეოგრაფების აქცია

განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან, მთავრობასთან შეხვედრის მოთხოვნით ქორეოგრაფები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მათივე თქმით, შესაბამის უწყებებს კონკრეტული რეკომენდაციებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.