პოლიტიკური ურთერთბრალებების მიზეზი ხდება ჰელსინკის კომისიის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც კომისია „ქართულ ოცნებას“ ქოლცენტრებიდან მიღებული თანხების ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებაში ადანაშაულებს.
ინფორმაცია ჰელსინკის კომისიამ სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა და სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა მკაცრი ზომები მიიღოს იმ ქოლცენტრების წინააღმდეგ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას ასპონსორებენ. რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით აჟღერებს კომისია მსგავს ბრალდებებს, მაშინ როდესაც „ბიბისის“ გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ქოლ-ცენტრების საქმის მთავარ ფიგურანტად დავით კეზერაშვილია დასახელებული, ქოლცენტრების თაღლითური სქემების გამოძიების რამდენიმე საქმე კი ქართველმა სამართალდამცავებმა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გახსნეს. მმართველი გუნდის შეფასებით, მიზანი სწორედ კეზერაშვილის დანაშაულების „ქართული ოცნებისთვის“ გადაბრალებაა.
განსხვავებულია ოპოზიციის პოზიცია, როემლიც ჰელსინკის კომისიის მსგავსად, „ოცნების“ ხელისუფლების ბრალეულობაში დარწმუნებულია.