საგამოძიებო სამსახურმა „ქოლ ცენტრების“ საქმეზე ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და თანხებს ორგანიზებული ჯგუფის წევრების კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე რიცხავდნენ. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ბრალდებულები დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 340 ათას ლარს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.