ქობულეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია – დაკავებულია ერთი ადამიანი, ის 1993 წელს დაბადებული და წარსულში ნასამართლევია. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ივნისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში, იარაღიდან გასროლით დაჭრა პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.