ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული ერთი მცირეწლოვანი ბავშვი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. მეორე ბავშვი კი, რომლის მდგომარეობაც ასევე განსაკუთრებით მძიმეა, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 და 5 წლის ბავშვებს, რომლებსაც აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მშობლები დაეღუპნენ, ოპერაცია უკვე ჩაუტარდათ, თუმცა მდგომარეობას თავის ტრავმა ართულებს.
დაშავებულებები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ უკვე მოინახულა.