ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთი გაიხსნა

დღეს ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთი გაიხსნა.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა ხელს შეუწყობს კურორტის ეკოლოგიურად გაჯანსაღებას და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას.

ახალი გზა პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა გახსნეს.