ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული ერთი მცირეწლოვანი ბავშვი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. მეორე ბავშვი კი, რომლის მდგომარეობაც ასევე განსაკუთრებით მძიმეა, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 და 5 წლის ბავშვებს, რომლებსაც აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მშობლები დაეღუპნენ, ოპერაცია უკვე ჩაუტარდათ, თუმცა მდგომარეობას თავის ტრავმა ართულებს.

დაშავებულებები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ უკვე მოინახულა.

დატოვე კომენტარი