ქობულეთელი ვეტერინარი

ადამიანი, რომელიც უკვე 50 წელზე მეტია ერთგულად ემსახურება საკუთარ პროფესიას.

გაიცანით 80 წლის ავთანდილ მიქელაძე. ის 17 სოფელში ორი ათასამდე პირუტყვის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. მას ქობულეთში კარგად იცნობენ, ყველა ოჯახს სტუმრობს და როცა ავტომანქანის საშუალება არ არის, ყველგან მიდის ფეხით. ასაკოვანი ვეტერინარი ამბობს, რომ კიდევ რამდენიმე წელიწადს აპირებს დარჩეს ცხოველთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე და წუხს, რომ მისი საქმის გაგრძელების სურვილს დღეს ძალიან ცოტა ახალგაზრდა გამოთქვამს. ამასთან 80 წლის ვეტერინარს უსამართლობად მიაჩნია, რომ ხელფასის გამო პენსიის აღებაზე უარის თქმა უწევს და ხელფასიდან ახლაც ექვითება საპენსიო დანაზოგის თანხა.

ავთანდილ მიქელაძეს მერაბ წულუკიძე და ედნარ კოჩალიძე შეხვდნენ.