ქართველოლოგიური კონგრესი მეცნიერებათა აკადემიაში

მეცნიერებათა აკადემიაში IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი ჩატარდა. ღონისძიების მიზანია ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის დაცვა და პოპულარიზაცია. კონგრესში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მეცნიერებმა და ქართველოლოგებმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მან სიტყვით მიმართა დამსწრე სტუმრებს და ქართული ენისა და კულტურის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.