მინსკის თამაშებზე წარმატებით განაგრძობენ ასპარეზობას ქართველი სამბისტები.
გუშინ მოპოვებული ექვსი მედლის შემდეგ დღეს ქართულ დელეგაციას გარანტირებულად კიდევ ორი მედალი დაემატება.
ფინალში იჭიდავებენ ბექა ბერძენიშვილი და ლევან ნახუცრიშვილი. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი გენადი ჩირგაძე ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ჯამში 10 მედალი აქვს და ლაივ რეიტინგში მესამე ადგილზე იმყოფება.