ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 18 მედალი მოიპოვეს

ქართველი სპორტსმენების მორიგი წარმატება. სამბოში ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროპის ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ჩემპიონატზე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრებმა ჯამში 18 მედლის მოპოვება შეძლეს  – 6 ოქრო, 6 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.

ვაჟებთან ერთად მედლები გოგონებმაც მოიპოვეს.

ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში საქართველოს როგორც ახალგაზრდულმა, ისე ჭაბუკთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

ვაჟებმა ახალგაზრდებს შორის 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს, ხოლო ჭაბუკებს შორის ერთით ნაკლები ბრინჯაო მოიპოვეს.

რაც შეეხება გოგონებს, ისინი სამშობლოში 2 ვერცხლითა და 1 ბრინჯაოთი დაბრუნდნენ.