სამბოს საერთაშორისო ტურნირი

22:30, 07.09.2019

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის არჩილ ჩოხელის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი ხვალ დასრულდება. დღეს ბოლო შეხვედრაში მინსკის ევროპული თამაშების ფინალისტები ბექა ბერძენიშვილი და ბელორუსი იური რიბაკი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ბერძენიშვილმა ამჯერადაც შეძლო მეტოქის დამარცხება. ხვალ გამარჯვებულები დარჩენილ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.

 

მსგავსი