86 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯანსუღ ჩარკვიანი რეანიმაციის განყოფილებაში იყო გადაყვანილი.
ჯანსუღ ჩარკვიანმა პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. 1959 წელს პოეტის პირველი წიგნი გამოვიდა. წლების განმავლობაში იგი ჟურნალების ცისკარი, დილა, დროშა მთავარი რედაქტორი და მწერალთა კავშირის მდივანი იყო.
ქართველ პოეტს და საზოგადო მოღვაწეს მინიჭებული ჰქონდა გალაკტიონ ტაბიძის, შოთა რუსთაველის, შალვა დადიანის ლიტერატურული პრემიები. ასევე იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი