ფრანკფურტის „ალტე ოპერის“ დიდ სცენაზე ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით გრანდიოზული კონცერტი გაიმართა.
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სრულ შემადგენლობასთან ერთად, პირველად შესრულდა „ალტე ოპერაში“ გია ყანჩელის ნაწარმოები.
კონცერტი 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის კულტურული პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მასში ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ზვიად ბოლქვაძე და გორის ქალთა კამერული გუნდი მონაწილეობდნენ.