ახალი შესაძლებლობა ქართველი მეზღვაურებისთვის.
შავი ზღვის აუზის ორ ქვეყანასთან გაფორმებული მემორანდუმები უცხოეთში დასაქმების პერსპექტივას ზრდის. იგულისხმება რუმინეთთან და თურქეთთან ხელმოწერილი შეთანხმებები, რომლებიც სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერთიფიკატების და კვალიფიკაციის აღიარებას ითვალისწინებს. ეს კი ნიშნავს, რომ მათ ორივე ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მოცურავე გემებზე მუშაობის უფლება ექნებათ. ანალოგიური შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს.