ქართველები ინდოეთის პროლიგის ჩემპიონები გახდნენ. დელიში ინდოეთის საკლუბო ჩემპიონატი დასრულდა, რომლის გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონების გენო პეტრიაშვილისა და ზურაბ იაკობიშვილის “პანჯაპ როიალსი” გახდა. მათ ფინალში ოლიმპიური ჩემპიონის ლადო ხინჩეგაშვილის “არიანა ჰამერსი” 6:3 დაამარცხეს.
პროლიგის ტრიუმფატორმა ქართველმა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა ინდოელი სუმიტი 16:0 გაანადგურა და ჩემპიონატი 100%-იანი მაჩვენებლით – შვიდიდან შვიდი გამარჯვებით დაასრულა.
ინდოეთის პროლიგა მსოფლიოში არსებულ საკლუბო ჩემპიონატებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტურნირია, რომელშიც მრავალი ტიტულოვანი ფალავანი მონაწილეობს.