ქართველები ინდოეთის პროლიგის ჩემპიონები გახდნენ

ქართველები ინდოეთის პროლიგის ჩემპიონები გახდნენ. დელიში ინდოეთის საკლუბო ჩემპიონატი დასრულდა, რომლის გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონების გენო პეტრიაშვილისა და ზურაბ იაკობიშვილის პანჯაპ როიალსი გახდა. მათ ფინალში ოლიმპიური ჩემპიონის ლადო ხინჩეგაშვილის “არიანა ჰამერსი 6:3 დაამარცხეს.

პროლიგის ტრიუმფატორმა ქართველმა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა ინდოელი სუმიტი 16:0 გაანადგურა და ჩემპიონატი 100%-იანი მაჩვენებლით – შვიდიდან შვიდი გამარჯვებით დაასრულა.
ინდოეთის პროლიგა მსოფლიოში არსებულ საკლუბო ჩემპიონატებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტურნირია, რომელშიც მრავალი ტიტულოვანი ფალავანი მონაწილეობს.