„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია დაიწყო

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო – ომის რისკისა და მშვიდობის კონტექსტში გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს პოლიტიკური სპექტრი ეხმაურება. ოპოზიცია ამბობს, რომ აღნიშნული საზოგადობის შანტაჟს ემსახურება იმისთვის, რომ ამომრჩეველი არსებული რისკებით დააშინოს, რაც წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საფრთხეები რეალურია და მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.