„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია დაიწყო

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო – ღონისძიების ფარგლებში, შეკრებილებს სიტყვით ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს. საარჩევნო კამპანიის დაწყებასა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ქვეყანასა და მსოფლიოში განვითარებულ პროცესებზე, უკრაინის ომსა და საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების ურთიერთობაზე ისაუბრა.