ფერმერები და გლეხები დღემდე ითვლიან იმ ზარალს, რომელიც აზიურმა ფაროსანამ და სხვადასხვა დაავადებამ მიაყენა. განახევრებულია თხილის მოსავალი, ზიანმა შესაძლოა, ექსპორტის მაჩვენებელზეც მოახდინოს გავლენა.
საქართველოში ფაროსანას შემოტევა 2016 წელს სამეგრელოდან დაიწყო, 2017 წელს კი მწერმა თითქმის ყველა რეგიონი მოიცვა და თბილისამდეც ჩამოაღწია.
მავნებლის გასანადგურებლად მთავრობამ თანხა გამოყო და კონკრეტული ღონისძიებებიც გაატარა, თუმცა, მაშინვე ამბობდნენ, რომ პრობლემის მოგვარებას, შესაძლოა, წლები დასჭირვებოდა.
აზიურ ფაროსანას ახლა ძინავს, მის გაღვიძებამდე კი გლეხები და ფერმერები ხელისუფლებას მავნებელთან ბრძოლის ეფექტური მეთოდების მოძიებას სთხოვენ.