ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი გასტროლის ფარგლებში, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, თბილისში „მოძრაობის თეატრს“ ესტუმრა. ათწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი შეხვედრა დედაქალაქის მაყურებელთან სპექტაკლით – „ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარით“ შედგა.
ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი ტურნეს მიზანი ქართულ თეატრებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაა. ამ მიზნით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა „მოძრაობის თეატრთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.