ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი. ინიციატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის განვითარების სააგენტოა. მონაწილეობა მიიღო 15 000-ზე მეტმა კომპანიამ 45-მდე ქვეყნიდან. წარმოდგენილი იყო 25-მდე საერთაშორისო პავილიონი. გამოფენას 70-ზე მეტი ქვეყნიდან 67 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში SIAL გამოფენები 2000 წლიდან ტარდება.