ქართული რადიო-სპექტაკლის საერთაშორისო აღიარება.
დიდ ბრიტანეთში გამართულ ფესტივალზე ახალგაზრდა მწერლის ნამუშევარმა ერთ-ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა. რადიო-სპექტაკლად ქცეული ავტობიოგრაფიული პიესა აფხაზეთის ომის შემდეგ დევნილად ქცეული ადამიანების ცხოვრებასა და ისტორიებზეა.
პირველი რადიოდადგმა საქართველოში – 1953 წლით რადიო სპექტაკლების პოპულარიზაციის მიზნით, საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო პროექტს ახორციელებს და სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს განვითარების შესაძლებლობას აძლევს. პროექტში შვიდი ქვეყანა მონაწილეობს.