ცალკეულ წრეებში სკეპტიციზმი გამოიწვია ქართული წარმოების პირბადეებმა. ეს არის დოლბანდის 12-შრიანი პირბადე, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საწარმო ამზადებს. დამცავ საშუალებას დიზაინს უწუნებენ. თუმცა, ეპიდემიოლოგები სკეპტიკოსებს ახსენებენ, რომ დამზადების წინ პროდუქციამ შემოწმება გაიარა და მრავალჯერადი გამოყენების დამცავი საშუალება წვეთოვანი ინფექციისგან დასაცავად საჭირო ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. დოლბანდის პირბადე ოთხ მსვილ ფარმაცევტულ ქსელში იყიდება და გარეცხვა-გაუთოების შემდეგ მისი მრავალჯერ გამოყენება შეიძლება.